Aa
Aa

"რეალი" და რონალდუ შეთანხმებასთან ახლოს არიან - რა სურს ფეხბურთელს?

მადრიდის "რეალი" და კრიშტიანო რონალდუ შეთანხმებასთან ახლოს არიან.

ABC-ის ინფორმაციით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გუნდს დაუდასტურა, რომ ის წასვლას არ აპირებს და მზადაა მადრიდში დარჩეს, თუმცა ერთი პირობით...

"რეალმა" სიტყვა უნდა შეასრულოს და რონალდუს ხელფასი გაუზარდოს და ის 26,5 მილიონი ფუნტი გახდეს.

როგორც ცნობილია, კრიშტიანო ამჟამად ყოველწლიურად 21 მილიონ ევროს იღებს.

რონალდუს სურს, რომ მისი ხელფასი დაახლოებით იმდენი იყოს, რამდენიც ნეიმარს აქვს.

პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელით "პსჟ" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებოდნენ და ფეხბურთელიც რომელიმე მათგანის წინადადებას მიიღებდა.

საბოლოოდ, ყველაფერი ისე მოხდა, რომ "იუნიატედმა" ალექსის სანჩესი შეიძინა და მას 7 ნომრიანი მაისურიც გადასცა. "პსჟ" კი ნეიმარის გაშვებას არ გეგმავს და ბუნებრივია არც რონალდუ სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები