Aa
Aa

"ჩელსის" ქომაგებს მთავარ მწვრთნელად ლუის ენრიკე სურთ

პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში ლონდონის "ჩელსიმ" "სტემფორდ ბრიჯზე" სენსაციური შედეგი დააფიქსირა - კონტეს გუნდი "ბორნმუთთან" 0-3 დამარცხდა.

იტალიელი სპეციალისტის თანამდებობიდან დათხოვნას ბრიტანული პრესა სეზონის ბოლოს ვარაუდობდა, თუმცა შესაძლოა მოვლენები დაჩქარდეს.

"ბორნმუთთან" სამარცხვინო შეხვედრის შემდეგ, საუბრები ლუის ენრიკეს "ჩელსიში" დანიშვნის შესახებ სულ უფრო გახშირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ანტონიო კონტეს დათხოვნის სურვილს უკვე ქომაგებიც გამოთქვამენ, რომლებიც ენრიკეს კანდიდატურას მხარს უჭერენ.

კულუალური ინფორმაციით, არსებობს იმის შანსი, რომ "ჩელსიმ" კონტე უახლოეს დღეებში გაანთავისუფლოს და "ბარსელონასთან" 1/8 ფინალის წინ, გუნდი ლუის ენრიკემ ჩაიბაროს.

რა თქმა უნდა, ამის შანსი ძალიან მცირეა, რადგან ლონდონურ-კატალონიური დაპირისპირების პირველი მატჩი 20 თებერვალს ლონდონში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები