ჟირუ:
Aa
Aa

ჟირუ: "ჩელსი" პრემიერ ლიგის ერთ-ერთი უდიდესი კლუბია"

ლონდონის ორმა კლუბმა „ჩელსიმ“ და „არსენალმა“ ოლივიე ჟირუს ტრანსფერი „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლა დაადასტურეს.

ბრიტანული Skysports-ის თქმით, „არისტოკრატებს“ აღნიშნული გარიგება 20 მილიონი ევრო დაუჯდათ, ხოლო ფეხბურთელთან 1.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

ჟირუ „ჩელსიში“ 18 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„ჩელსი“ პრემიერ ლიგის ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. მან ბოლო წლებში არაერთი ტიტული მოიგო, თუმცა კიდევ უფრო მეტის მიღწევაც შეეძლო.

იგი ამბიციური გუნდია და აქ გადმოსვლით ამაყი ვარ. მოუთმენლად ველოდები როდის გავალ მოედანზე მისი ფორმით“.

31 წლის ჟირუ „არსენალში“ 2012 წელს „მონპელიედან“ გადავიდა და „მეთოფეთა“ ფორმით ჩატარებულ 253 შეხვედრაში 105 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები