“ნაპოლი” კალეხონის ესპანეთში დაბრუნებას უარყოფს
Aa
Aa

“ნაპოლი” კალეხონის ესპანეთში დაბრუნებას უარყოფს

ესპანური მედიის ინფორმაციით, ესპანეთის ეროვნული ნაკრების და “ნაპოლის” შემტევი ხოსე კალეხონი მომდევნო სეზონიდან კარიერას მადრიდის “ატლეტიკოში” გააგრძელებს. აღნიშნულ ცნობას იტალიელები მალევე გამოეხმაურნენ.  როგორც კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება, კალეხონთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება.

მიმდინარე სეზონში კალეხონმა ყველა საკლუბო ტურნირზე ჯამში 44 შეხვედრა ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. 

ხოსეს ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები