ლუკას ბილია 1 თვეს იუქმებს
Aa
Aa

ლუკას ბილია 1 თვეს იუქმებს

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და რომის „ლაციოს“ ნახევარმცველმა, ლუკას ბილიამ „ბოლონიას“ წინააღმდეგ გამართულ იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში ფეხის ტრავმა მიიღო და მოედანი 51-ე წუთზე დატოვა.

რომაელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის კუნთები აქვს დაზიანებული. როგორც გაირკვა, ბილია 1 თვეს იუქმებს და შესაბამისად გუნდს „ლევერკუზენის“ წინააღმდეგ, „ჩემპიონთა ლიგის“ პლეიოფის განმეორებით შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ლუკასი ასევე არგენტინის ეროვნული ნაკრების თამაშებსაც გამოტოვებს. „ალბისელესტე“ 4 და 8 სექტემბერს ბოლივიასა და მექსიკასთან ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები