ოფიციალურად: ლუკას მოურა
Aa
Aa

ოფიციალურად: ლუკას მოურა "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

ლონდონის "ტოტენჰემის" ოფიციალურმა ვებ გვერდმა რამდენიმე წუთის წინ, ლუკას მოურას ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა.

ბრაზილიელმა გარემარბმა "დეზების" რიგებში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.

მოურას სანაცვლოდ "პსჟ"-მ 25 მილიონი ფუნტი მიიღო.

25 წლის ბრაზილიელი პარიზელთა ღირსებას 2013 წლიდან იცავდა, თუმცა ბოლო წლებში ძირითადში მოხვედრა ძალიან უჭირდა და სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო გუნდიდან წასვლა მოუხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები