ოფიციალურად: ჟირუ
Aa
Aa

ოფიციალურად: ჟირუ "ჩელსის" ფეხბურთელია

უკვე ოფიციალურად, ოლივიე ჟირუ "ჩელსის" ფეხბურთელია.

31 წლის ფრანგი ფორვარდი "სტემფორდ ბრიჯზე" 18 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს და "არისტოკრატთა" ღირსებას 18 თვის განმავლობაში დაიცავს.

ჟირუმ ტრანსფერის შემდეგ პირველი კომენტარიც გააკეთა: "პრემიერ ლიგის ერთ-ერთ უდიდეს გუნდში გადმოვედი. ბოლო წლების განმავლობაში მათ ინგლისში ყველაზე მეტი ტიტული მოიგეს. ამაყი ვარ, რომ დღეს "ჩელსის" ღირსებას ვიცავ და მოუთმენლად ველი ჩემს დებიუტს".

"ჩელსიმ" "არსენალს" ჟირუს სანაცვლოდ 15 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები