ანჩელოტი:
Aa
Aa

ანჩელოტი: "„პსჟ“ „რეალს“ ვერ გასცდება"

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ, ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ 1/8 ფინალებზე ისაუბრა და „რეალი“ – „პსჟ“-ს დაპირისპირებაზე თავისი პროგნოზი გააკეთა.

„ორი კვირაც და საფეხბურთო სამყარო ნამდვილი ზეიმის მომსწრე გახდება. მჯერა, რომ „რეალი“ – „პსჟ“-ს დაპირისპირება ქომაგთა იმედებს გაამართლებს.

მიმაჩნია, რომ „პსჟ“ „რეალს“ ვერ გასცდება. უნაი ემერის გუნდი ჯერ მზად არ არის, რომ მადრიდელთა დონის მოწინააღმდეგე დაამარცხოს.

დიახ, ზიზუს გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო, მაგრამ შეხედეთ მათ ბოლო მატჩს „ვალენსიასთან“ - ამ გუნდს 2 კვირის შემდეგ გაცილებით მეტი შეეძლება.

„რეალის“ შანსებს  ლა ლიგაში სერიოზულად არ მივიჩნევ. მათ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა დარჩათ, სადაც ბრძოლას აზრი აქვს.

მადრიდელებს დიდებული მოთამაშეები ჰყავთ, თუმცა რაც მთავარია მათ ჰყავთ რონალდუ, რომელიც წაგებას მიჩვეული არ არის. ის ვერ იტანს დამარცხებას და დარწმუნებული ვარ, რომ პორტუგალიელი „პსჟ“-ს გაუტანს.

თუ, ზიდანის გუნდი პარიზელების ბარიერს გადალახავს, მაშინ ისინი ლიგის ფავორიტები იქნებიან და ტურნირის ზედიზედ მესამედ მოგებას შეეცდებიან“.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ და „პსჟ“ 14 თებერვალს მადრიდში ითამაშებენ, ხოლო 6 მარტს უკვე პარიზში შეხვდებიან.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები