ნეიმარი VS
Aa
Aa

ნეიმარი VS "ბარსელონა": სასამართლო პროცესი შედგება - რა ხდება რეალურად?

Marca-ს ინფორმაციით, „ბარსელონასა“ და ნეიმარს შორის დაპირისპირება გრძელდება.

ესპანური გამოცემის მტკიცებით, მხარეებს შორის სასამართლო პროცესი აუცილებლად შედგება.

ბრაზილიელი ფეხბურთელი „ბარსას“ 30 მილიონ ევროს სთხოვს, რომელიც მას კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ უნდა მიეღო.

თავის მხრივ, „ბლაუგრანა“ მოთხოვნას უკანონოდ სცნობს და ამტკიცებს, რომ ფეხბურთელის „პსჟ“-ში გადასვლის შემდეგ ხსენებულმა შეთანხმებამ ძალა დაკარგა, რადგან ის ნეიმარის მხრიდან დაირღვა.

ამის პასუხად, კატალონიელები ნეიმარისგან 75 მილიონ ევროს თავად ითხოვენ. „ბარსა“ ასაბუთებს, რომ ფეხბურთელმა კონტრაქტის გაფორმებისა და სარგებლის ნახვის შემდეგ, არსებული შეთანხმება დაარღვია და მას ჯარიმის სახით ზემოხსნებული თანხის გადახდა მოუწევს.

უფრო გასაგებად, რომ ავხსნათ, ნეიმარის მიერ მოთხოვნილ 30 მილიონს, ერთგულების ბონუსი ერქვა და ფეხბურთელი მას იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ ის კონტრაქტის ბოლომდე „ბარსას“ რიგებში ითამაშებდა. ბრაზილიელმა კი კლუბი ახალი ხელშკერულების გაფორმებიდან 1 წელიწადში დატოვა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შედგება სასამართლო, თუმცა ცხადია, რომ არცერთი მხარე უკან დახევას არ გეგმავს და რომელიმე მათგანს დიდი ჯარიმის გადახდა მოუწევს, რასაც პრესტიჟის შელახვაც მოჰყვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები