დესტრო „ბოლონიაში“ გადავიდა
Aa
Aa

დესტრო „ბოლონიაში“ გადავიდა

როგორც „ბოლონიას“ ოფიციალური საიტი იუწყება, კლუბმა „რომადან“ 24 წლის თავდამსხმელი, მატია დესტრო დაიმატა. სერია ა-ში აღზევებულ გუნდს ფეხბურთელის სანაცვლოდ 6.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწია, რაც შეიძლება მომავალში ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონით გაიზარდოს. ხელშეკრულების უფრო კონკრეტული დეტალები ჯერ-ჯერობით კვლავ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ დესტრო „რომას“ 2012 წელს „სიენადან“ შეუერთდა. მას შემდეგ თავდამსხმელმა რომაული კლუბის მაისურით 68 მატჩი ჩაატარა და 29 გოლის გატანა შეძლო. გასული სეზონის მეორე ნახევარი კი მატიამ არენდის წესით „მილანში“ გაატარა, სადაც 15 შეხვედრაში თავი მხოლოდ 3-ჯერ გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები