ბუფონმა საკლუბო კარიერაში მე-20 პენალტი მოიგერია
Aa
Aa

ბუფონმა საკლუბო კარიერაში მე-20 პენალტი მოიგერია

იტალიის თასის პირველ 1/2 ფინალურ შეხვედრაში „ატალანტამ“ „იუვენტუსს“ უმასპინძლა და 0:1 წააგო.

სტუმრები მე-3 წუთზე გონსალო იგუაინის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა ბერგამოელებს გათანაბრების საშუალება მალევე მიეცათ, როცა 24-ე წუთზე „იუვეს“ კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა.

ნიშნულთან ალეხანდრო გომესი მივიდა, რომელსაც ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ჯიჯი ბუფონმა აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ლეგენდარულმა მეკარემ თავის საკლუბო კარიერაში მე-20 თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

დღეს „კოპა იტალიას“ მეორე 1/2 ფინალური მატჩი გაიმართება - „სან სიროზე“, „მილანის“ მეტოქე რომის „ლაციო“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები