ისტორიაში პირველად: ჰარდენის უნიკალური მაჩვენებელი!..
Aa
Aa

ისტორიაში პირველად: ჰარდენის უნიკალური მაჩვენებელი!..

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ შეხვედრაში „ჰიუსტონმა“ საკუთარ პარკეტზე „ორლანდო“ მიიღო და 114:107 დაამარცხა.

მატჩი გამორჩეული გამოდგა ჯეიმს ჰარდენისთვის, რომელმაც აქტივში სამმაგი დუბლი ჩაიწერა - 60 ქულა, 11 ასისტი და 10 მოხსნა.

ქულათა ასეთი რაოდენობა და ამავდროულად სამმაგი დუბლი ერთ შეხვედრაში აქამდე არავის შეუსრულებია.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ბაბუაწვერამ“ თავის კარიერაში 50 ქულიან ზღვარს მეათედ გადააბიჯა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები