ტუჰელი: შთამბეჭდავი გამარჯვება მოვიპოვეთ
Aa
Aa

ტუჰელი: შთამბეჭდავი გამარჯვება მოვიპოვეთ

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ „ევროპა ლიგის“ მეოთხე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა. დორტმუდის „ბორუსიამ“ „ოდ ბელკლაბთან“ საოცარი თამაში ჩაატარა და სამბურთიანი სხვაობის მიუხედავად თამაშის შემობრუნება შეძლო. გერმანულმა კლუბმა 4:3 გაიმარჯვა. თამაშის შემდეგ  „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუჰელმა ემოციები ვერ დამალა.

„თუ გულახდილი ვიქნებით, შოკში ვიყავი მატჩის დასაწყისში გაშვებული ბურთებით. თუმცა შემდეგ გუნდმა ძალები მოიკრიბა და მისი ხასიათი გამოავლინა. ეს იყო შთამბეჭდავი გამარჯვება“ - განაცხადა ტუჰელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები