Corriere dello Sport: დღეს ან ხვალ იკარდის
Aa
Aa

Corriere dello Sport: დღეს ან ხვალ იკარდის "რეალში" ტრანსფერი გამოცხადდება?..

გავლენიანი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის ცნობით, არის შანსი, მაურო იკარდიმ, მადრიდის "რეალში" გადასვლა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გამოაცხადოს.

არგენტინელმა ვარსკვლავმა "ინსტაგრამზე" ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც შემდეგი წარწერა აქვს: "დამშვიდობება ნიშნავს ზრდას". 

აღნიშნული პოსტი კომენტარში იკარდი "ჩაო, ჩაოს"-ს წერს, რაც ასევე დამშვიდობებაა.

გამოცემა ვარაუდს გამოთქვამს, რომ შესაძლოა, ეს პოსტი იკარდის "რეალში" გადასვლას უკავშირდებოდეს.

"ინტერის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე იკარდის თაობაზე, არანაირი სატრანსფერო მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ფეხბურთელის აგენტი და მეუღლე ვანდა ნარა ამჟამად არნენტინაში თავის უმცროს დასთან ზაირასთან სტუმრად იმყოფება.

ვრცელდება ინფორმაციაც, თითქოს ნარასა და იკარდის ურთიერთობაში პრობლემებია და არგენტინელი მოდელი სამშობლოში ამიტომ წავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები