როდემდე უპრეზიდენტოდ? - იტალიაში გადაწყვეტილება ისევ ვერ მიიღეს
Aa
Aa

როდემდე უპრეზიდენტოდ? - იტალიაში გადაწყვეტილება ისევ ვერ მიიღეს

იტალიის საფეხბურთო ასოციაციაში გუშინ გამართულმა პრეზიდენტის არჩევნებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

პრეზიდენტობისთვის დამიანო ტომაზი, გაბრიელე გრავინა და კოსიმო სიბილია იბრძოდნენ.

არჩევნები რამდენიმე ეტაპად ჩატარდა და საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ იტალიურ ფეხბურთს ისევ დროებითი მმართველი ეყოლება.

როდემდე გაგრძელდება იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში უპრეზიდენტოდ ცხოვრება ჯერჯერობით ცნობილი არაა.

ასევე პრეზიდენტის გარეშეა სერია A-ც, ხოლო სერია B-ს პრეზიდენტად ნოემბერში მაურო ბალატა დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები