Aa
Aa

"რეალი" უშანსოდ რჩება - ნეიმარმა და ხელაიფიმ ტრანსფერი გამორიცხეს

"მონპელიეს" განადგურების შემდეგ, "პსჟ"-ს ბრაზილიელმა ლიდერმა ნეიმარმა პრესასთან სასაუბროდ მოიცალა და თავის მომავალზე ისაუბრა.

"გამარჯვების შემდეგ ბედნიერები ვართ. კავანის კი "პსჟ"-ს ისტორიაში საუკეთესო ბომბარდიდის წოდებას ვულოცავ.

ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" ჩვენს დაპირისპირებას ნაადრევი ფინალი უწოდეს, თუმცა მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები.

შემიძლია კიდევ გაგიმეოროთ, რომ მე პარიზში ისტორიის დასაწერად გადმოვედი და ამისთვის კვლავ მზად ვარ".

ბრაზილიელი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა პარიზელთა ყოვლისშემძლე მფლობელმა ნასერ ახლ ხელაიფიმ, რომელმაც ნეიმარის გაყიდვა გამორიცხა.

"თქვენ ყველაფერს ხედავთ - ის აქ ბედნიერია. შეხედეთ მის ემოციებს. ნეიმართან ამ თემაზე საუბარი მქონდა, მისი ოჯახი პარიზში თავს ბედნიერად გრძნობს.

ახლა ყველანი "რეალთან" დაპირისპირებაზე ვფიქრობთ. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნეიმარი სეზონის ბოლოს არ დაგვტოვებს".

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის მადრიდის "რეალში" შესაძლო გადასვლაზე უამრავი ჭორი ვრცელდება. ბრაზილიელის შეძენის სურვილს სამეფო კლუბი საჯაროდ ადასტურებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები