მოურინიოს ვიდალი მოუნდა
Aa
Aa

მოურინიოს ვიდალი მოუნდა

Bild-ის ინფორმაციით, სეზონის ბოლოს მიუნხენის "ბაიერნს" ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი დატოვებს.

ვიდალის შეძენის სურვილს აქამდე ლონოდნის "ჩელსი" გამოთქვამდა, თუმცა დღეს საქმეში "მანჩესტერ იუნაიტედიც" ჩაება.

ცნობილი ამბავია, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდში ბევრი მაღალი დონის ჩამშლელის ყოლა უყვარს.

სავარაუდოდ გუნდს დატოვებს მარუან ფელაინი და კარიერას ასრულებს მაიკლ კერიკი. მათ კი შემცვლელები სჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ ვიდალის შეძენა მილანის "ინტერსაც" სურდა, თუმცა მხარეები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ და მოლაპარაკებებიც ჩაიშალა.

30 წლის არტურო ვიდალი "ბაიერნის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 115 შეხვედრაში 22 გოლი და 18 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები