Aa
Aa

"სიტი" მორიგ სენსაციურ შეთავაზებას ამზადებს

Mirror-ის ინფორმაციით, სეზონის დასრულების შემდეგ "მანჩესტერ სიტი" სენსაციურ ტრანსფერს ამზადებს.

"ქალაქელები" 150 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ "ჩელსიდან" ედენ აზარის შეძენას გეგმავენ.

მას შემდეგ, რაც ალექსის სანჩესის ტრანსფერზე "სიტის" ხელი მოეცარა, პეპ გვარდიოლამ თვალი ახალ შემტევს დაადგა.

უნდა ავღნიშნოთ, რომ აზარის გადაბირებით მადრიდის "რეალიც" ინტერესდება და ზაფხულისთვის ბელგიელის დამატებას გეგმავენ.

"სიტისა" და "რეალს" შორის, წინ ძალიან საინტერესო პაექრობა გველის.

წყაროს მტკიცებით, აზარის ტრანსფერის კონტროლზე აყვანას, თავად პეპ გვარდიოლა გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები