Aa
Aa

კარის სეზონის რეკორდი და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება "ბოსტონთან"

გამთენიისას NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრა ჩაატარა ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა", რომელმაც "ბოსტონს" უმასპინძლა და 109:105 დაამარცხა.

კონფერენციის ლიდერთა დაპირისპირება დაძაბული გამოდგა და მასში გადამწყვეტი როლი სტეფ კარიმ ითამაშა, რომლის ანგარიშზეც 49 ქულა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ კარიმ წლევანდელ სეზონში თავისი საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტოში იყო და პარკეტზე 15 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი 2 ქულა, 4 მოხსნა და 2 გადაცემა იყო.

"ბოსტონელთა" მხირდან რა თქმა უნდა, გამორჩეული იყო კაირი ირვინგი. მის ანგარიშზე 37 ქულა იყო.

"გოლდენ სტეიტი" მომდევნო ტურის შხვედრას 31 იანვარს "იუტას" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები