კარიერაში პირველად - ვოზნიაცკიმ დიდი სლემის ტურნირი მოიგო
Aa
Aa

კარიერაში პირველად - ვოზნიაცკიმ დიდი სლემის ტურნირი მოიგო

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი ქალთა შორის, რომლის გამარჯვებულიც 27 წლის დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი გახდა.

ვოზნიაცკიმ სიმონა ჰალეპს დაძაბულ ბრძოლაში 7:6 (7:2), 3:6, 6:4 სძლია.

შეხვედრა 2 საათსა და 50 წუთს გაგრძელდა. ვოზნიაცკიმ კარიერაში პირველად შეძლო და დიდი სლემის ტურნირი მოიგო. ამასთანავე, იგი პირველი დანიელი ჩოგბურთელია, რომელმაც დიდი მუზარადის ტიტული მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ დღემდე დიდი სლემის ტურნირის ფინალი "კაროსაც" და სიმონასაც 2-2-ჯერ ჰქონდათ წაგებული - ვოზნიაცკის ორივე შემთხვევაში ამერიკის ღია პირველობაზე, ხოლო ჰალეპი ორივე ჯერზე "როლან გაროსზე".

გაჩემპიონების შემდეგ, კაროლინ ვოზნიაცკი საპრიზო თანხის სახით 4 მილიონ დოლარს მიიღებს.

გარდა ამისა, იგი მომავალი კვირიდან ქალთა მსოფლიო რეიტინგის ლიდერი გახდება. ვოზნიაცკი WTA-ს კლასიფიკაციაში პირველ პოზიცია ბოლოს 6 წლის წინ იკავებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები