“გოლდენ სტეიტმა” ბოლო წამზე მოიგო
Aa
Aa

“გოლდენ სტეიტმა” ბოლო წამზე მოიგო

დასავლეთ კონფერენციის ლიდერი “გოლდენ სტეიტი” შინ “ფინიქს სანსს” დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე 6 წამიღა იყო დარჩენილი, როცა სტეფ კარიმ 3-ქულიანი ჩააგდო და “გოლდენ სტეიტის” სასარგებლოდ 105:104 დააფიქსირა. თუმცა, ერიკ ბლედსოუს 2 წამი დასჭირდა ოკლენდელთა სამწამიანში შესასვლელად და ორქულიანის ჩასაგდებად, “ფინიქსი” 106:105 დაწინაურდა. შეხვედრის ბოლო წამზე “ოქროს შტატელთა” ფორვარდმა ჰარისონ ბარნსმა 2-ქულანი ჩააგდო და მიმდინარე სეზონში “გოლდენ სტეიტს” 62-ე გამარჯვება მოუტანა. შეხვედრაში 28 ქულით, 8 მოხსნით და 5 პასით სტეფ კარი გამოირჩა. ოკლენდელებმა ზედიზედ მეთერთმეტე მატჩი მოიგეს.

“კავალიერსმა” შინ “მაიამი” ოთხივე პერიოდში დაჯაბნა და 114:88 გაანადგურა. მეორე პერიოდში მაიამელთა ლიდრმა დუეინ უეიდმა მუხლის ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო. “კავალიერსს” 23-23 ქულით ლებრონ ჯეიმსმა და კაირი ირვინგმა ულიდერეს.

ტეხასურ დერბიში “დალასი” საკუთარ დარბაზში “ჰიუსტონთან” 101:108 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ჰიუსტონელებმა 31:18 მოიგეს. “როკეტსს” 24 ქულით ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა. “დალასში” 21 ქულით საუკეთესო დირკ ნოვიცკი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები