მატეო კოვაჩიჩი „რეალში“ გადავიდა
Aa
Aa

მატეო კოვაჩიჩი „რეალში“ გადავიდა

„ინტერის“ აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, მატეო კოვაჩიჩმა მადრიდის „რეალთან“ ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებსპრეს-სამსახური ავრცელებს.

ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ  ხმაურდება. თუმცა როგორც მანამდე იყო ცნობილი, მადრიდელები „ინტერს“ მატეოს სანაცლოდ 38 მილიონ ევროს ჩაურიცხავენ. 28 მილიონს მილანელები ერთბაშად მიიღებენ. 7,5 მილიონი იტალიელებს ბონუსის სახით ჩაერიცხებათ, 2,5 მილიონს, თუ კოვაჩიჩი მიმდინარე სეზონში 20 მატჩში მიღებს მონაწილეობას და კიდევ 5 მილიონს, იმ შემთხვევაში, თუ მატეო მოახლოებულ სეზონში 40 შეხვედრას ჩაატარებს.

„მილანის დატოვება ძალიან სამწუხაროა. „ინტერის“ დიდი მადლობელი ვარ. მახსოვს როგორი ბედნიერი ვიყავი მათთან კონტრაქტის გაფორმებით. სწორედ აქ ჩამოვყალიბდი, როგორც პროფესიონალი. „რეალი“ ახალი და დიდი გამოწვევა ჩემს კარიერაში. მსურს მადრიდში თავი კარგად წარმოვაჩინო“ - განაცხადა კოვაჩიჩმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები