Aa
Aa

"ტოტენჰემი" ძლიერდება - ტრანსფერი შეთანხმებულია და მალე დადასტურდება

ლონდონის "ტოტენჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და ზამთრის პირველ ტრანსფერთანაც ახლოსაა.

RMC Sport-ისა და Bleacher Report-ის ინფორმაციით, "დეზებმა" "პსჟ"-ს ბრაზილიელი გარემარბის ლუკას მოურას თანხმობა მიიღეს და მასთან 4 წლიან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებენ.

პარიზელებს მოურას გასხვისებაზე პრობლემა არ აქვთ. ბრაზილიელ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა ისედაც არ ჰქონდა და პლიუს ამას, "პსჟ"-ს ფეარ-პლეის წესების დასაცავად რამდენიმე მოთამაშის გაშვება მართებს.

წყაროს ცნობით, ლუკას მოურას ტრანსფერს "ტოტენჰემი" მომდევნო კვირაში დაადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენის მთავარი მსურველი "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო, თუმცა სანჩესის შეძენის შემდეგ, მათი პოზიციები შესუსტდა.

25 წლის ლუკას მოურა „პსჟ“-ს ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 229 შეხვედრაში 46 გოლი და 50 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები