გრიზმანი
Aa
Aa

გრიზმანი "სიტიში"?

Manchester evening news-ის თქმით, „სიტიმ“ და მადრიდის „ატლეტიკომ“, შესაძლოა, სერხიო აგუერო და ანტუან გრიზმანი გაცვალონ.

არგენტინელი ვარსკვლავი ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნებას არ გამორიცხავს, ხოლო თუ ასე მოხდება, პეპ გუარდიოლას, გრიზმანის სატრანსფერო მოლაპარაკებებში ჩართვა სურს.

ფრანგ თავდამსხმელს ყველაზე აქტიურად „ბარსელონასთან“ აკავშირებენ, თუმცა „სიტის“ მონდომებამ და ფინანსურმა რესურსმა, არაა გამორიცხული, ყველაფერი ინგლისელთა სასარგებლოდ შეცვალოს.

შეგახსენებთ, რომ სერხიო აგუერო „როხიბლანკოს“ რიგებში 2006-11 წლებში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები