Skysports: ჟირუ
Aa
Aa

Skysports: ჟირუ "დორტმუნდში" აღარ გადავა!

ბრიტანული Skysports-ის ცნობით, ოლივიე ჟირუ „დორტმუნდის ბორუსიაში“ არ გადავა.

იწერებოდა იმის შესახებ, რომ ფრანგი თავდამხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგის სატრანსფერო გარიგებაში ჩაერთვებოდა, თუმცა ასე არ მოხდება.

დღევანდელი ინფორმაციით, „არსენალსა“ და „დორტმუნდს“ შორის მოლაპარაკებები გრძელდება და ინგლისელებს ახალი წინადადების მომზადება მოუწევთ.

საქმე ისაა, რომ გუშინ დორტმუნდელებმა 55 მილიონიანი შეთავაზება მიიღეს, რაც ავტომატურად დაბლოკეს.

ცნობილია, რომ „ყვითლებს“ გაბონელი ფორვარდის სანაცვლოდ სულ მცირე 70 მილიონი ევროს მიღება სურთ.

თავად ობამეიანგი „დორტმუნდს“ ბოიკოტს უცხადებს და მისი მაისურით თამაშს აღარ აპირებს.

იგი რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ, კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ჰანს-იოახიმ ვაცკეს არ დაემშვიდობა, რითაც მის მიმართ უპატივცემულობა ღიად გამოხატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები