სად, როგორ, რატომ?! - ფლორან მალუდა ლუქსემბურგის ჩემპიონატში ითამაშებს...
Aa
Aa

სად, როგორ, რატომ?! - ფლორან მალუდა ლუქსემბურგის ჩემპიონატში ითამაშებს...

საფრანგეთის ნაკრებისა და „ჩელსის“ ყოფილი ნახევარმცველი ფლორან მალუდა, კარიერას ლუქსემბურგის ჩემპიონატში გააგრძელებს.

37 წლის მალუდა ოქტომბრიდან მოყოლებული „დიფერდანჟის“ რიგებში ვარჯიშობს, ხოლო გუშინ მან ამ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

„დიფერდანჟი“ ლუქსემბურგის 6 გზის ჩემპიონია, თუმცა ბოლო ტიტულს 1979 წელს დაეუფლა.

ფლორან მალუდა, რომელმაც 2012 წელს „ჩელსისთან“ ერთად „ჩემპიონთა ლიგა“ მოიგო, ბოლო წლებში ინდურ „დელი დინამოში“, და ეგვიპტურ „ვოდი დეგლაში“ თამაშობდა.

ლუქსემბურგის ჩემპიონატში, მალუდას მასშტაბისა და დონის ფეხბურთელი, პირველად ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები