ვენგერი ობამეიანგის შესახებ მორიგ განცხადებას აკეთებს
Aa
Aa

ვენგერი ობამეიანგის შესახებ მორიგ განცხადებას აკეთებს

ლონდონის „არსენალის“ თავკამა არსენ ვენგერმა „ჩელსისთან“ გამარჯვების (2-1) შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და პიერ ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერზე ისაუბრა.

„თუ, რაიმე მოხდება, ამაზე მხოლოდ შემდეგ ვისაუბრებ. არ აქვს მნიშვნელობა, იმაზე საუბარს, რაც ჯერ არ მომხდარა. ჩვენ მის გარეშეც ბედნიერები ვართ. მხითარიანი დაგვემატა და ვთვლი, რომ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გვყავს. ახლა, მოთამაშეებთან მუშაობაზე ვარ ფოკუსირებული და წინ რთული გზა გველის“.

შეგახსენებთ, რომ გერმანულ პრესაში გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაბონელმა ფორვარდმა „დორტმუნდთან“ ერთად ვარჯიში შეწყვიტა და ის ბუნდესლიგის მომდევნო ტურში თამაშს აღარ აპირებს.

„არსენალის“ მიერ შეთავაზებული 55 მილიონიანი წინადადება გერმანელებმა დაბლოკეს და მეტი მოითხოვეს. ჯერჯერობით, მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები