ფეხბურთის სიყვარულიც ასეთი უნდა! - კასორლა მოედანზე დაბრუნებას 2019 წელს აპირებს
Aa
Aa

ფეხბურთის სიყვარულიც ასეთი უნდა! - კასორლა მოედანზე დაბრუნებას 2019 წელს აპირებს

ესპანელი ფეხბურთელი სანტი კასორლა მოედანზე დაბრუნებას 2019 წლისთვის გეგმავს.

კასორლა ამჟამად 33 წლისაა და მან ფეხზე მე-10 ოპერაცია გადაიტანა, თუმცა იმედს არ კარგავს და საყვარელი საქმის გასაგრძელებლად ყველაფერს აკეთებს.

უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, ვეტერან მოთამაშეს კოჭთან, აქილევსის მყესის დაზიანება აქვს.

სანტი კასორლამ ბოლო ოფიციალური შეხვედრა 2016 წლის ოქტომბერში ითამაშა, მას შემდეგ კი სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. იგი ამჟამად მშობლიურ ესპანეთში იმყოფება და იქ მკურნალობს.

კასორლა 2012 წლიდან ლონდონის „არსენალის“ საკუთრებაა და მასთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულებამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები