Marca:
Aa
Aa

Marca: "სიტი" ლაპორტს შეუთანხმდა!

მადრიდული Marca-ს ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტიმ“, ბასკურ „ბილბაოს ატლეტიკის“ მცველ აიმერიკ ლაპორტთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

ფრანგ უკანახაზელს ბილბაოელებთან ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა „ქალაქელები“ მზად არიან, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა - 65 მილიონი ევრო გადაიხადონ.

მანჩესტერელები იმედოვნებენ, რომ „ბილბაოსთან“ სატრანსფერო შეთანხმებას მომავალ კვირას მიაღწევენ.

აიმერიკ ლაპორტი 23 წლისაა და ბოლო პერიოდში „ბილბაოს“ ერთ-ერთი ლიდერია.

ზაფხულში მას კატალონიის „ბარსელონასთან“ და მადრიდის „რეალთან“ აკავშირებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები