„რომამ
Aa
Aa

„რომამ" ანტონიო რუდიგერი გაიმატა

როგორც „Football Italia“ იუწყება, გერმანული „შტუტგარტის“ მცველი, ანტონიო რუდიგერი „რომას“ რიგებს შეუერთდა. 22 წლის რუდიგერი „რომასთან“ ერთწლიან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს. თუ იტალიელები 2016 წლის ზაფხულში ანტონიოს გამოსყიდვას მოინდომებენ, მაშინ მათ ცხრა მილიონის გადახდა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს რუდიგერს გერმანიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები