ჯეკომ
Aa
Aa

ჯეკომ "ჩელსისთან" კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

იტალიური პრესის ცნობით, ედინ ჯეკომ ლონდონის „ჩელსისთან“ კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ისევე როგორც, „ჯალოროსის“ კიდევ ერთი ფეხბურთელი ემერსონ პალმიერი, კლუბებს შორის მოლაპარაკებების დასრულებას ელოდება.

არსებული ინფორმაციით, ჯეკოს ლონდონური კლუბი წლიურ ხელფასად 8 მილიონ ევროს გადაუხდის. მაშინ როცა „რომაში“ მისი ხელფასი 4.6 მილიონი ევრო იყო.

Sky Italia წერს, რომ „ჩელსის“ მიერ შეთავაზებული მიში ბატშუაის იჯარით აყვანა, რომაელებს არ სურთ და პირდაპირ თანხის მიღებაზე არიან ორიენტირებული.

„რომას“ მოთხოვნა ჯამურად 60 მილიონი ევროა, რომლიდანაც 50 პირველ ეტაპზე უნდა დაიფაროს, ხოლო 10 მილიონი ბონუსების სახით.

„ჩელსი“ ამ თანხის გადასახდელადაც მზად იყო და ვინაიდან ბატშუაის სატრანსფერო გარიგებაში ჩართვა და ამ გზით თანხის დაკლება არ გამოსდის, უნდა ვივარაუდოთ, რომ იტალიურ მხარეს ოფიციალური წინადადებით უახლოეს საათებში მიმართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები