„იუვენტუსი“ მზადაა ისკოს სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს
Aa
Aa

„იუვენტუსი“ მზადაა ისკოს სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს

ესპანური მედიის ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსმა“ მადრიდის „რეალს“ ისკოს სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზა. „ბიანკონერი“ ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს „ბაიერნში“ გადასული არტურო ვიდალის შემცვლელად მოიაზრებს. როგორც ცნობილი ხდება, 23 წლის ფეხბურთელი მზადაა „იუვენტუსთან“ მოსალაპარაკებლად, თუმცა თავის მხრივ, „რეალს“ ისკოსთან განშორება არ სურს.

გასულ სეზონში ისკომ „სამეფო გუნდის“ მაისურით ყველა ტურნირზე 53 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 6 გოლისა და 14 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები