ლენოქს ლუისი ვლადიმირ კლიჩკოს მოამზადებს
Aa
Aa

ლენოქს ლუისი ვლადიმირ კლიჩკოს მოამზადებს

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი, ბრიტანელი ლენოქს ლუისი უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკოს მეორე მწვრთნელს ჯეიმს ალი ბაშირს შეცვლის, რომელიც მეორე უკრაინელი მოკრივის ალექსანდრ უსიკის მომზადებაზეა გადართული.

ლენოქსს უკვე გააჩნია სამწვრთნელო გამოცდილება: ადრე ის ეხმარებოდა ვიტალი კლიჩკოს ერთ-ერთ ყოფილ მეტოქეს მანუელ ჩარს.

"ადრე ერთხელ მომიწია რინგზე ვლადიმიერ კლიჩკოს წინააღმდეგ რინგზე გასვლა. თუმცა ეს "ოუშენის 11 მეგობრის" გადასაღებ მოედანზე მოხდა, - აღნიშნავს ლუისი. - ახლა, საშუალება მომეცა მასთან სხვა როლში ვიმუშაო. გარკვეულ წილად, ვლადიმირს შევუცვლი აწ გარდაცვლილ მენი სტიუარდს, რომლის ხელმძღვანელობითაც ძმებმა ფენომენალურ შედეგებს მიაღწიეს".

ლუისი უმცროს კლიჩკოს ბრაიანტ ჯენინგსთან ორთაბრძოლისთვის მოამზადებს, რომელიც 25 აპრილს არის დანიშნული.

ცხელი ამბები