Aa
Aa

სვიტოლინაც წავიდა - მერტენსის პირველი 1/2...

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა თანრიგის პირველ 1/4 ფინალურ შეხვედრაში, ბელგიელმა ელიზ მერტენსმა, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ უკრაინელ ელინა სვიტოლინას, მოულოდნელად, მარტივად აჯობა.

22 წლის ბელიგიელმა თამაში 2 სეტში მოიგო, თანაც მისი მეორე პარტია მშრალი ანგარიშით - 6:4 6:0.

სვიტოლინამ საკუთარი თამაში ვერაფრით იპოვა და საბოლოოდ, მეტოქეს კარიერაში დიდი სლემის პირველ 1/2 ფინალში გასვლის საშუალება მისცა.

მერტენსის მომდევნო მოწინააღმდეგე, კაროლინ ვოზნიაცკისა და კარლა სუარეს ნავაროს მატჩში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები