ჯოკოვიჩის დამმარცხებელი ჩუნი - პირველი აზიელი, რომელიც დიდი სლემის 1/4 ფინალში გავიდა
Aa
Aa

ჯოკოვიჩის დამმარცხებელი ჩუნი - პირველი აზიელი, რომელიც დიდი სლემის 1/4 ფინალში გავიდა

ავსტრალიის ღია პირველობის 6 გზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი, წლევანდელ გათამაშებას 1/8 ფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.

სერბი ვარკსვლავი, 21 წლის სამხრეთ კორეელ ჰიონ ჩუნთან დამარცხდა, რომელიც მსოფლიო ჩოგბურთის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ ითვლება.

ჩუნმა ჯოკოვიჩის წინააღმდეგობა 3 სეტში, ანგარიშით 7:6 7:5 7:6 დაძლია და პირველი კორეელი გახდა, რომელიც დიდი სლემის ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა.

ახალგაზრდა ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე ტურნირის კიდევ ერთი აღმოჩენა ტენის სანდგრენი იქნება. თავის მხრივ მან 1/8 ფინალური დაპირისპირება დომინიკ ტიმს 5 სეტში მოუგო.

იოლად მოიგო თავისი მატჩი როჯერ ფედერერმა, რომელმაც უნგრელ მარტონ ფუქსოვიჩს არანაირი შანსი არ მისცა და 1/4 ფინალში სეტის წაუგებლად გააღწია.

„მხიარული როჯერის“ შემდეგი ოპონენტი ჩეხი ტომაშ ბერდიხი გახლავთ. გამოცდილმა სლავმა იტალიელ ფაბიო ფონინის უმარტივესად სძლია.

ავსტრალიის ღია პირველობის პირველი ორი 1/4 ფინალური შეხვედრა დღეს ჩატარდება, ხოლო დანარჩენი ორი ხვალ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები