პირლოს ვაჟი
Aa
Aa

პირლოს ვაჟი "იუვენტუსის" 16 წლამდელთა გუნდში დააწინაურეს

ანდრეა პირლოს 14 წლის ვაჟი ნიკოლო, ტურინის „იუვენტუსის“ 16 წლამდელთა გუნდში ითამაშებს.

აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს და აღნიშნავს, რომ თინეიჯერი პირლო საკმაოდ ტექნიკურია და თამაშის სტილით მამას წააგავს.

ნიკოლო პირლო 2003 წელს დაიბადა და იგი ამპლუით შემტევი ნახევარმცველია.

ნიკოლო აქამდე ტურინელთა 15 წლამდელთა გუნდში თამაშობდა, ამიერიდან კი ერთი საფეხურით მაღლა აინაცვლებს.

ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელს პირველი მეუღლისგან 2 შვილი ნიკოლო და ანჯელა ჰყავს, ხოლო გასული წლის ივლისში მას მეორე მეუღლე ვალენტინა ბალდინისგან ტყუპი ბიჭები - ლეონარდო და ტომაზო შეეძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები