ლასანა დიარა კარიერას
Aa
Aa

ლასანა დიარა კარიერას "პსჟ"-ში გააგრძელებს

ფრანგული პრესის ცნობით, ლასანა დიარა დიდ ფეხბურთს უბრუნდება და დღეს „პარი სენ ჟერმენში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

პარიზელებმა გამოცდილ ნახევარმცველთან 1.5 წლიანი კონტრაქტი შეათანხმეს, რომელსაც ხელი ზემოთაღნიშნული პროცედურის შემდეგ მოეწერება.

დიარა 33 წლის მარტში გახდება, ის გასულ სეზონში „მარსელში“ თამაშობდა, ბოლო რამდენიმე თვე კი არაბთა გაერთიანებული საემიროების კლუბ „ალ ჯაზირაში“ გაატარა.

საფრანგეთის ნაკრების ფორმით 34 შეხვედრის ჩამტარებელ შუახაზელს, წლების მანძილზე „ჩელსის“, „არსენალისა“ და მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები