მერტენსი შესაძლოა „ინტერში“ გადავიდეს
Aa
Aa

მერტენსი შესაძლოა „ინტერში“ გადავიდეს

მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დრის მერტენსის გაშვებას არ აპირებს, „ინტერი“ ფეხბურთელის შესაძენად ბრძოლას მაინც არ წყვეტს. „ნერიაძურიმ“ გადაწყვიტა, რომ პირველ ეტაპზე თავად ფეხბურთელს შეუთანხმდეს. ორშაბათს, მილანში, ბელგიელს მოლაპარაკების მაგიდასთან ელოდებიან. შავ-ლურჯები ჯერ მერტენსთან წინასწარ შეთანხმებას და შემდეგ ნეაპოლიტანელებთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ. სავარაუდოდ, 28 წლის ბელგიელის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევრო იქნება.

აღსანიშნავია, რომ მერტენსის მიმდინარე კონტრაქტი „ნაპოლისთან“ კიდევ სამი წელია ძალაში. ყველა ტურნირში ერთად, „ნაპოლის“ მაისურით მერტენსს 98 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 23 გოლი და 24 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები