Aa
Aa

"არსენალის" წარმომადგენლები დორტმუნდში იმყოფებოდნენ

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ლონდონის „არსენალის“ აღმასრულებელი დირექტორი ივან გაზიდისი, გუშინ დორტმუდნში იმყოფებოდა და „ბორუსიას“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა.

გაზიდისს, ჰანს-იოახიმ ვაცკემ და მიხაელ ცორკმა უმასპინძლეს და მასთან პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერზე ისაუბრეს.

როგორც ცნობილი ხდება, დორტმუნდელებს თავიანთი ლიდერის გაშვება 70 მილიონ ევროზე ნაკლებად არ სურთ, ხოლო „არსენალის“ წინადადება 60 მილიონით შემოიფარგლება.

აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ კლუბს ტრანსფერზე დაყენება ობამეიანგმაც სთხოვა, რომელსაც სწორედ „არსენალში“ გადასვლა უნდა.

პიერ ემერიკ ობამეიანგი „დორტმუნდის“ რიგებში 2013 წლიდან თამაშობს და „ყვითლების“ მაისურით ბუნდესლიგის ეგიდით 98 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები