არც ტრავმა, არც დაღლა?! - პირველი ჩოგანი წინ დამაჯერებლად მიიწევს
Aa
Aa

არც ტრავმა, არც დაღლა?! - პირველი ჩოგანი წინ დამაჯერებლად მიიწევს

ქალთა მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი - სიმონა ჰალეპი, ავსტრალიის ღია პირველობაზე დამაჯერებელ გამოსვლას აგრძელებს.

რუმინელს ტურნირის პირველ რაუნდში ფეხი გადაუბრუნდა და მას შემდეგ სახვევით თამაშობს, ამასთანავე მან წინა შეხვედრაში თითქმის 4 საათიანი მატჩი გადაიტანა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჰალეპმა დღეს ნაომი ოსაკას ძალიან იოლად - 6:3 6:2 მოუგო და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.

1/4 ფინალში ჰალეპის მეტოქე, ჩეხურ დაპირისპირებაში გაირკვევა, რომელშიც კაროლინა პლიშკოვა და ბარბორა სტრიცოვა ხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები