50 მილიონი ცოტაა -
Aa
Aa

50 მილიონი ცოტაა - "არსენალს" შეთავაზების გაზრდა მოუწევს

Telegraph-ის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალს" პიერ ემერიკ ობამეიანგის სანაცვლოდ შეთავაზებული წინადადების გაზრდა მოუწევს.

როგორც ცნობილია, "მეთოფეებმა" "ობას" სანაცვლოდ "დორტმუნდს" 50 მილიონი ფუნტი შესთავაზეს, თუმცა გერმანელთაგან უარი მიიღეს.

მოლაპარაკებები გაიწელა და ეს არსენ ვენგერის გეგმებში არ შედის.

წყაროს ცნობით, "არსენალს" 50 მილიონიანი წინადადების გაზრდა მოუწევს, რათა ფეხბურთელი შეიძინოს.

შეგახსენებთ, რომ კლუბმა და ფეხბურთელმა შეთანხმებას რამდენიმე დღის წინ მიაღწიეს, თუმცა მთავარი მაინც "დორტმუნდის" თანხმობაა, რომელიც "არსენალს" ჯერ არ მიუღია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები