სუარესი: „ბარსელონაში“ გადასვლა სწორი ნაბიჯი იყო
Aa
Aa

სუარესი: „ბარსელონაში“ გადასვლა სწორი ნაბიჯი იყო

ესპანური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში „ბარსელონას“ ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა განცხადა, რომ გასულ წელს კატალონიურ კლუბში გადასვლა სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო.

„როდესაც „ლივერპულში“ გატარებულ პერიოდს ვიხსენებ, ვხდები, რომ „ბარსელონაში“ გადასვლა დროული იყო. ჩემი ოჯახი ბედნიერია, მე კი ფეხბურთით ვტკბები. კლუბი იმისთვის შევიცვალე, რომ ყოველ წელს ტიტულებისთვის ვიბრძოლო. ასეთ დიდებულ პირველ სეზონს ვერც წარმოვიდგენდი. მე თავი ზღაპარში მგონია“ - განაცხადა სუარესმა.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი „ბარსელონას“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და კატალონიური კლუბის მაისურით 44 მატჩში 26 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები