მოურინიო და გვარდიოლა ადასტურებენ, რომ სანჩესი
Aa
Aa

მოურინიო და გვარდიოლა ადასტურებენ, რომ სანჩესი "მანჩესტერში" ითამაშებს!

ალექსის სანჩესის "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო გადასვლის შესახებ, უკანასკნელი კვირის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა სპორტული გამოცემა წერდა.

როგორც ჩანს, ყველაფერი დასრულებულია და ჩილელი ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" ითამაშებს.

Goal-ის ინფორმაციით, დღეს ჟოზე მოურინიომ და პეპ გვარდიოლამ პრესასთან კომენტარები გააკეთეს, საიდანაც დასტურდება, რომ სანჩესი "მანჩესტერში" ითამაშებს.

ჟოზე მოურინიო: "მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა, თუმცა რაიმეს დამალვას აზრი არ აქვს. ყველამ ვიცით რაც ხდება და ნათელია, რომ ჩვენ სანჩესის დამატება გვსურს. მას შემდეგ, რაც არსენ ვენგერმა მასზე ისაუბრა, მგონი ყველაფერი ნათელი გახდა, თუმცა მე მაინც თავის შეკავებას ვამჯობინებ, სანამ მოლაპარაკებები ოფიციალურად არ დასრულდება".

პეპ გვარდიოლა: "მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც მათემატიკა და ციფრების თვლა უყვარს. საბოლოოდ რაც ვიცი ის არის, რომ სანჩესი ამ წუთისთვის ჯერაც "არსენალის" ფეხბურთელია, მაგრამ ვფიქრობ ის "იუნაიტედში" გადავა. ვულოცავ ფეხბურთელსა და მის აგენტს, მათ ის მიიღეს რაც სურდათ. წარმატებებს ვუსურვებ მათ".

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერში" ალექსის სანჩესის ყოველწლიური ანაზღაურება 14 მილიონი ფუნტი იქნება და ის "ოლდ ტრაფორდზე" 2022 წლამდე დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები