დელოფეუ
Aa
Aa

დელოფეუ "ნაპოლის" უახლოვდება

იტალიური და ესპანური პრესის ერთობლივი ცნობებით, „ნაპოლი“ და „ბარსელონა“ ხერარდ დელოფეუს ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.

ნეაპოლელები აღნიშნულ საკითხზე ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდნენ, რადგან მათმა უპირველესმა ვარიანტმა - სიმონე ვერდიმ, „ბოლონიაში“ მინიმუმ სეზონის ბოლომდე დარჩენა გადაწყვიტა.

როგორც ჩანს, „პარტენოპეი“ აქცენტს მაინც ვერდიზე აკეთებს, რადგან დელოფეუს 6 თვიანი იჯარით აყვანა და სურვილის შემთხვევაში, 17 მილიონად გამოსყიდვის უფლებაზე მუშაობს.

კატალონიური გამოცემების თქმით, „ნაპოლის“ სატრანსფერო წინადადება უკვე მზადაა და „ბარსაც“ თანახმაა, ამიტომაც დიდი შანსია, ყველაფერი უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გამოცხადდეს.

დელოფეუს „ნაპოლიში“ ესპანური ტრიო დახვდება, რომელსაც პეპე რეინა, რაულ ალბიოლი და ხოსე კალიეხონი წარმოადგენენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები