ლუის ენრიკე: რონალდუს საუკეთესო სამეულში არაფერი ესაქმება
Aa
Aa

ლუის ენრიკე: რონალდუს საუკეთესო სამეულში არაფერი ესაქმება

გუშინ მონაკოში, ცნობილი გახდა თუ ვინ იბრძოლებს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის. საუკეთესო სამეულში ლეო მესისთან და ლუის სუარესთან ერთად კრიშტიანუ რონალდუც მოხვდა. ამ გადაწყვეტილებით „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე უკმაყოფილო დარჩა და განაცხადა, რომ აღნიშნულ ტრიოში პორტუგალიელის ადგილი არ არის.

„ვფიქრობ, ნომინირებულ ფეხბურთელთა სიაში „ბარსელონას“ შეტევის მთლიანი ხაზი უნდა დაესახელებინათ. ფაქტია, რომ პორტუგალიელზე უკეთესი სეზონი ნეიმარს ჰქონდა და მისი ამ სიაში შეყვანა სავსებით სამართლიანი იქნებოდა“ - განაცხადა ლუის ენრიკემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები