Aa
Aa

ნეიმარმა კავანის რეკორდის დამყარების საშუალება არ მისცა - ქომაგებმა ბრაზილიელს დაუსტვინეს

ლიგა 1-ის 21-ე ტურის დასკვნით მატჩში "პსჟ"-მ "დიჟონს" უმასპინძლა და 8-0 გაანადგურა.

შეხვედრაში პოკერი შეასრულა ნეიმარმა და პლიუს 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა. მიუხედავად ამისა, ბრაზილიელ ფეხბურთელს ტრიბუნებიდან ქომაგებმა დაუსტვინეს და ის კრიტიკის ობიექტი გახდა.

ამის მიზეზი 83-ე წუთზე მის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი იყო. ნეიმარს, რომ ედინსონ კავანისთვის დარტყმის უფლება მიეცა, ურუგვაელი ფორვარდი გოლის გატანის შემთხვევაში "პსჟ"-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ხდებოდა.

ამ წუთისთვის ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ედინსონ კავანის ანგარიშზე 156-156 გოლია.

როგორც ჩანს, პარიზელთა შიდა სამზარეულოში კვლავ განხეთქილებაა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები