Aa
Aa

"ბაიერნმა" შეთანხმებას მიაღწია - მიუნხენელები მალე ზამთრის მეორე ტრანსფერს დაადასტურებენ

უახლოეს საათებში მიუნხენის "ბაიერნი" ზამთრის მეორე ტრანსფერს დაადასტურებს.

Bild-ის ინფორმაციით, გელზენკირხენის "შალკეს" 22 წლის ნახევარმცველი ლეონ გორეცკა "რეკორდმაისტერში" გადაბარგებას დათანხმდა.

როგორც ცნობილი იყო, ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელის გადაბირებით "ბარსელონა", "რეალი", "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებოდნენ.

გორეცკას "ბაიერნში" გადასვლა მალე ოფიციალურად დადასტურდება და ფეხბურთელი "ალიანს არენაზე" სამედიცინო შემოწმებას ტრავმის მოშუშების შემდეგ გაივლის.

შეგახსენებთ, რომ ლეონ გორეცკა "შალკეს" ღირსებას 2013 წლიდან იცავს. პირველ გუნდში რეგულარულად გამოსვლა კი 2015 წლიდან დაიწყო. მის ანგარიშზე 130 შეხვედრაში 19 გოლი და 13 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები