ობამეიანგმა
Aa
Aa

ობამეიანგმა "დორტმუნდს" გაშვების თხოვნით მიმართა

პიერ-ემერიკ ობამეიანგმა „დორტმუნდის ბორუსიას“ ტრანსფერზე დაყენების თხოვნით მიმართა.

გაბონელ თავდამსხმელს ბუნდესლიგის დატოვება სურს და როგორც ჩანს, იგი კარიერის გაგრძელებას „არსენალში“ აპირებს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონელები მისი ტრანსფერის სანაცვლოდ 58 მილიონ ევროს ჩამოდიან.

დორტმუნდელთა სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა აღნიშნულ სატრანსფერო საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

„ჩვენ მასთან ერთადერთი პრობლემა გვაქვს და ეს პუნქტუალურობას უკავშირდება“.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ობამეიანგი „ვოლფსბურგთან“ მატჩის განაცხადში, დისციპლინის დარღვევისთვის არ შეიყვანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები