ობამეიანგმა
Aa
Aa

ობამეიანგმა "დორტმუნდთან" ერთად ვარჯიში განაახლა

პიერ-ემერიკ ობამეიანგმა „დორტმუნდთან“ ერთად ვარჯიში განაახლა.

როგორც გუშინ იწერებოდა, გაბონელს კლუბიდან წასვლა სურს და დიდი ალბათობით, ლონდონის „არსენალში“ გადაბარგდება.

„მეთოფეები“ ობამეიანგის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს იხდიან და მას ალექსის სანჩესის შემცვლელად მოაზრებენ.

ჯერჯერობით უცნობია, ნიშნავს თუ არა სავარჯიშო პროცესში დაბრუნება, „დორტმუნდში“ სამომავლოდ დარჩენას.

გერმანულ პრესას ეჭვი ეპარება, რომ ასე იყოს და საყოველთაო მოსაზრებით, 28 წლის თავდამსხმელი ბუნდესლიგას დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ კვირას "ვოლფსბურგთან" გამართული მატჩი, ობამეიანგმა დისციპლინის დარღვევისთვის გამოტოვა - ასეთი იყო "ბორუსიას" ოფიციალური განმარტება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები