ფილ ნევილი ინგლისის ქალთა ნაკრებს გაწვრთნის?
Aa
Aa

ფილ ნევილი ინგლისის ქალთა ნაკრებს გაწვრთნის?

BBC-ს ცნობით, დიდი შანსია, რომ ინგლისის ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ფილ ნევილი დაინიშნოს.

რამდენიმე კანდიდატს შორის ფავორიტად ნევილი სახელდება და თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, უმცროსი ნევილი ეროვნულ გუნდს ჩაიბარებს.

ინგლისის ქალთა საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია და ამჟამად საერთაშორისო რეიტინგში მე-3 პოზიციაზეა.

ინგლისელები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც საფრანგეთში გაიმართება.

ფილ ნევილს წლების მანძილზე „მანჩესტერ იუნაიტედში“, „ვალენსიასა“ და ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრებში უმუშავია - ყველა შემთხვევაში ის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები